უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპა ღირებულებების ტერიტორიაა და არა “დისნეილენდი” ტერორის მომხრეებისთვის.
"ევროპა ღირებულებების ტერიტორიაა და არა “დისნეილენდი” ტერორის მომხრეებისთვის და სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა სამყარომ რუსებს მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს - მათ წინააღმდეგ, ვინც ეს ომი დაიწყო.
ყოველდღიურად ვმუშაობთ უკრაინის ევროკავშირში შესვლისთვის! და ყოველდღე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი დროშა მთელ ჩვენს ტერიტორიაზე დავიბრუნოთ, სადაც ოკუპანტები შევიდნენ," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.