მარიუპოლი - იქ შესაძლოა ათმაგი ბოროდიანკა იყოს და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების, ჩვენი ბიჭების განადგურება ყველა მოლაპარაკებას დაასრულებს. ეს იქნება ჩიხი - რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ხალხით. და რაც მეტი ბოროდიანკა იქნება, მით უფრო რთული იქნება ეს [შეთანხმება].
ისინი ჩვენს ხალხს დანებებისკენ მოუწოდებენ. ისინი ჩვენს სამხედროებს განსხვავებულად ექცევიან და ჩვენ ეს მშვენივრად ვიცით. იქ არიან სამხედროები, ვინც მათ სძულთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცოცხლად დატოვებენ.