logo
ENG



ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებს შევახსენებ - ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავდა ხისტ რეაგირებას

12 აპრ 202201:43
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: მსოფლიო ლიდერებს შევახსენებ - ქიმიური იარაღის გამოყენება ნიშნავდა ხისტ რეაგირებას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ახსენებს, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, რეაგირება სწრაფი და ხისტი იქნებოდა. ამაზე პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

"დღეს ოკუპანტების მხრიდან გაჟღერდა ახალი განცხადება, რომელიც ცხადყოფს, რომ უკრაინისა და ჩვენი სამხედროების წინააღმდეგ ტერორის ახალი ეტაპი მზადდება. ოკუპანტების ერთ-ერთმა რუპორმა განაცხადა, რომ მათ შეუძლიათ ქიმიური იარაღის გამოყენება მარიუპოლში სამხედროების წინააღმდეგ. ამას სერიოზულად განვიხილავთ. მინდა მსოფლიო ლიდერებს შევახსენო, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი უკვე განხილულია. ამავდროულად, ეს ნიშნავდა რუსულ აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფ და ხისტ რეაგირებას" - თქვა ზელენსკიმ.

აზოვის ბატალიონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

ბატალიონის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა.

"რუსმა ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდგე მარიუპოლში მომწამვლელი უცნობი ნივთიერება გამოიყენეს. რაშისტებმა ის უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს", - ამბობენ ასოვის ბატალიონში.


close დახურვა