logo
ENG



ზელენსკი: მსოფლიო რუსეთის მიერ ბირთვული ან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის ემზადება

27 მაი 202218:48
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: მსოფლიო რუსეთის მიერ ბირთვული ან ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის გამო მსოფლიოში შესაძლოა ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობა გაიზარდოს.

"რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. მსოფლიო პოლიტიკოსები ემზადებიან იმ შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთმა გამოიყენოს ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღი ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი. თუ რუსეთი მიმართავს ბირთვულ შანტაჟს, მაშინ სხვადასხვა ძალებს მსოფლიოში შეიძლება მოეჩვენოს ლოგიკურად ასევე შეიძინონ ბირთვული იარაღი. იმის თქმა, რომ ეს საფრთხის შემცველია მთელი მსოფლიოსთვის - არაფრის თქმის ტოლფასია", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა