უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანამ დაახლოებით 1 300 სამხედრო დაკარგა.
"ჩვენ დავკარგეთ დაახლოებით 1 300 სამხედრო, რუსეთმა კი 12 ათასზე მეტი. მე არ მიხარია, რომ მათ 12 ათასი ადამიანი გარდაეცვალა. ეს არაა მსოფლიოს ჩემებური აღქმა", - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო მედიებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
წინასწარი დათვლებით, რუსეთმა 17 დღეში 362 ტანკი და 1200-ზე მეტი ჯავშან-მანქანა დაკარგა.