logo
ENG



ზელენსკი: რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები რამდენიმე მასიური დარტყმისთვის

17 დეკ 202200:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/gprofzgttq8b9h7.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები რამდენიმე მასიური დარტყმისთვის.

"რაზეც არ უნდა ჰქონდეთ იმედი მოსკოვიდან რაკეტების თაყვანისმცემლებს, ეს მაინც ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს ამ ომში. მათ ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი რაკეტები რამდენიმე მასიური დარტყმისთვის. ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა, რომ ამ დარტყმების შემდეგ დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, კიევსა და უკრაინის 14 რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, წყალმომარაგება შეწყდა. ამასთან, მან მოუწოდა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო აქტიურები იყვნენ დამატებითი ენერგეტიკული რეზერვის შესაქმნელად.

16 დეკემბერს, რუსებმა მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. რუსმა ოკუპანტებმა 70 საკრუიზო და 4 მართვადი რაკეტა გაისროლეს. 60 საკრუიზო რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსი ჟიტომირის, კიევის, ხარკივის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.  


close დახურვა