logo
ENG



ზელენსკი: რუსეთი უშიშრობის შენობის დაბომბვას აპირებს, ის კიევის სოფიას ტაძრის გვერდითაა

02 მარ 202201:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/bo3j0r69794ui58.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ. 

როგორც ზელენსკიმ CNN-სა და Reuters-ის ინტერვიუში განაცხადა, მისი ვარაუდით, რუსები სარაკეტო დარტყმას უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაზე მიიტანენ, რომელიც კიევის სოფიას ტაძრის გვერდითაა. 

"რუსეთის გენერალური შტაბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ისინი სარაკეტო დარტყმას განახორციელებენ. ჩემი აზრით, ეს მოხდება უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობაზე. უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობა ვლადიმირის ქუჩაზე მდებარეობს. 200 მეტრში კიევის სოფიის ტაძარია. ეს ტაძარია სამხედრო ინფრასტრუქტურაა? ეს ადგილი მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, ყველა მართლმადიდებლისთვის, ყველა მორწმუნე ადამიანისთვის სიწმინდეს წარმოადგენს. ისინი სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ ამ ქალაქის მისამართით. ესვრიან ძველ კიევს, ძველ ქალაქს. ამ ფასეულობებს ვიცავ და მერე რა იქნება, ვნახოთ", - განაცხადა ზელენსკიმ. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა