logo
ENG



ზელენსკი: ჩემი ვიზიტი და მოლაპარაკებები ვარშავაში კიდევ ერთი ნაბიჯი იყო გამარჯვებისკენ

09 აპრ 202321:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/09/ia3rzxds9qkl228.jpg

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიზი ვიზიტი და მოლაპარაკებები ვარშავაში კიდევ ერთი ნაბიჯი იყო გამარჯვებისკენ.

"ჩემი ვიზიტი და მოლაპარაკებები ვარშავაში კიდევ ერთი ნაბიჯი იყო გამარჯვებისკენ. მადლობა შეთანხმებული გადაწყვეტილებებისთვის, ძლიერი თავდაცვის პაკეტისთვის. მადლობა სიცოცხლისთვის, რომელსაც ჩვენი სოლიდარობით ვინარჩუნებთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

5 აპრილს, ზელენსკი პოლონეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა. ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს ზელენსკის რიგით მესამე გასვლა იყო საზღვარგარეთ და ამასთან, პირველი დაანონსებული ვიზიტი.

უკრაინის პრეზიდენტს სამეფო სასახლესთან საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნები და მოეწყო სამხედრო მარშიც. ამავდროულად, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო - თეთრი არწივის ორდენი გადასცა.


close დახურვა