logo
ENG



ზელენსკი: ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია

10 სექ 202222:28
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია

ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2000 კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია.

რუსული არმია ამ დღეებში აჩვენებს საუკეთესოს, რაც შეუძლია - გაქცევა. ეს კარგი არჩევანია მათთვის. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება.

დღეს მადლობას ვუხდი უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-15 სლავური პოლკის მებრძოლებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ხარკივის მიმართულებით.

მადლობას ვუხდი 214-ე ცალკეული მსროლელი ბატალიონის ჯარისკაცებს ბალაკლიეში ვითარების უზრუნველსაყოფად, რომლებმაც დაზვერვის მთავარი სამმართველოს, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, ეროვნული გვარდიის სპეცრაზმთან და პოლიციასთან ერთად, სრული კონტროლი დაუბრუნეს ქალაქს.

მადლობა ყველა ჩვენს მცველს, რომლებმაც ამ კვირებში ჩვენი გამარჯვების მოახლოება კიდევ უფრო ხელშესახები გახადეს!


close დახურვა