logo
ENG



ზელენსკი: 1027 ქალაქი გავათავისუფლეთ, თუმცა 2610 დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია

03 ივლ 202201:26
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი: 1027 ქალაქი გავათავისუფლეთ, თუმცა 2610 დასახლებული პუნქტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის 1027 ქალაქი და სოფელი რუსებისგან გათავისუფლებულია, თუმცა კიდევ 2610 ოკუპირებულია.

როგორც ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, 10 ოლქის ტერიტორია დაზიანდა თავდასხმების დროს და მათი სრულად აღდგენაა საჭირო.

"24 თებერვლიდან 10 ოლქის ტერიტორია საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა. ამ დროისთვის შევძელით 1027 ქალაქისა და სოფლის გათავისუფლება, კიდევ 2610 უნდა გავათავისუფლოთ რუსი ოკუპანტებისგან და მათი უმეტესობა აღსადგენი გვექნება. ასობით ქალაქი რუსულმა არმიამ სრულად გაანადგურა, ისინი ფაქტობრივად თავიდან ასაშენებელია. გარდა ამისა, ათობით ქალაქი უკრაინის სხვა ოლქებში რაკეტებით დაიბომბა. ასობით ქარხანა და მრეწველობაა განადგურებული", - თქვა ზელენსკიმ.


close დახურვა