logo
ENG



ზელენსკი: 5 დღეში რუსეთმა 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, ასეთია მათი "ძმობა"

01 მარ 202202:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/3hmluaenge4zamt.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინის მიმართულებით 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

"ბოლო 5 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. გამოიყენეს 113 ბალისტიკური რაკეტა. აი ასეთია - "ძმომა და მეგობრობა". მსოფლიომ იცის რა უნდა გააკეთოს. ამის შესახებ დღეს პარტნიორებს ვესაუბრე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა