logo
ENG



ზელენსკი ამბობს, რომ მაკრონი რუსეთთან დიალოგის განხილვაში დროს კარგავს

20 თებ 202311:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/fyfmpl7cxlgycp4.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი რუსეთთან რაიმე სახის დიალოგის განხილვაზე დროს კარგავს.

ზელენსკი ეხმაურებოდა მაკრონის წინადადებას, რომ რუსეთი უნდა იყოს "დამარცხებული, მაგრამ არა განადგურებული" და რომ უკრაინაში კონფლიქტი მოლაპარაკებებით უნდა მოგვარდეს.

"ეს იქნება უსარგებლო დიალოგი. სინამდვილეში მაკრონი კარგავს თავის დროს. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ რუსული დამოკიდებულება."- განუცხადა ზელენსკიმ იტალიურ გაზეთს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით,"თუ მათ [რუსულმა მხარემ] გადაწყვიტა იზოლირება ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენის ოცნებაში, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ."


close დახურვა