უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ ყირიმს დიპლომატიური გზით დაიბრუნებენ. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ყველა ტერიტორია უნდა იყოს დეოკუპირებული.
"უბრალოდ სხვა შანსი არაა, სხვა გამოსავალი არ არსებობს, ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოვახდინოთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ყირიმს დიპლომატიური გზით დავიბრუნებთ. რა თქმა უნდა, ხალხი უკრაინაში დიპლომატიური გზით საკითხის მოგვარებას ემხრობა. ჯერჯერობით არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვინ იქნება ჩართული ამ საკითხის განხილვაში ან როდის მოხდება ეს, თუმცა ეს ჩემი აზრია", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა შეძლებს მშვიდად ცხოვრებას, როცა მის ყველა მიწას დაიბრუნებს.