უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება - შეხვედრა 12 დეკემბერს არის ჩანიშნული. გარდა ამისა, უკრაინელი ლიდერი ხვალ, ამერიკელი სენატორების წინაშე სიტყვით გამოვა, მოგვიანებით კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკლ ჯონსონს შეხვდება.
Bloomberg-ის ცნობით, ზელენსკი შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორსაც შეხვდეს.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის ამერიკის თავდაცვის მდივანთა, ლოიდ ოსტინთან და გენერალ ჩარლზ ბრაუნთან.
ზელენსკის თქმით, ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, წინა ხაზზე განვიტარებული მოვლენები და ამერიკა-უკრაინის შემდგომი თანამშრომლობა თავდაცვის მიმართულებით.