logo
ENG



ზელენსკი ბაიდენზე: ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტია აშშ-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში

20 თებ 202315:50
3 წუთის საკითხავი
 
ზელენსკი ბაიდენზე: ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტია აშშ-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში
Dimitar Dilkoff/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ვიზიტს "ყველაზე მნიშვნელოვნად" აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს იმ შედეგებს უსვამს ხაზს, რასაც დღემდე ერთად თანამშრომლობით მიაღწიეს.

"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-უკრაინის ურთიერთობების მთელ ისტორიაში. ეს არის ვიზიტი უკრაინისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, როცა უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის. ეს ხაზს უსვამს იმ შედეგებს, რასაც უკვე მივაღწიეთ", - განაცხადა ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენთან ეს მოლაპარაკებები უკრაინას გამარჯვებასთან აახლოებს. მისი თქმით, ამ ვიზიტის შედეგები მალევე გახდება თვალსაჩინო და მოჰყვება შედეგები ბრძოლის ველზეც.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინას ეწვია. უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო.

ბაიდენმა ვიზიტის ფარგლებში სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერის ჯამური ოდენობა 500 მილიონ დოლარი იქნება. რუსეთის ომის ერთი წლის თავზე მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პუტინი მწარედ შეცდა, როცა უკრაინა სუსტი, ხოლო დასავლეთი დანაწევრებული ეგონა. მისი თქმით, ერთი წლის შემდეგაც კიევი ისევ დგას.


close დახურვა