უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ორ ლიდერს შორის უკვე მე-11 შეხვედრაა.
უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს "გამარჯვების გეგმა" გააცნო. როგორც მედიაგამოცემები წერენ ბაიდენმა გეგმის გაზიარებისთვის ზელენსკის მადლობა გადაუხადა.
სამხედრო დაფინანსებისა და უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე საუბრების გარდა, ბაიდენმა აღნიშნა: "უკრაინასთან ვდგავართ ახლა და მომავალშიც ვიდგებით... ნება მომეცით, ვიყო მკაფიო. რუსეთი ომში ვერ გაიმარჯვებს".
მედიასთან გაკეთებული კომენტარების შემდეგ შეხვედრა ორ ლიდერს შორის დახურულ კარს მიღმა წარიმართა.
დახურული შეხვედრის წინ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს მტკიცე მხარდაჭერისთვის:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის უსაფრთხოების მომავლის ერთსა და იმავე ხედვას ვიზიარებთ და უკრაინა ამ გზაზე უპრეცედენტო რეფორმების რაოდენობას ახორციელებს. დღეს მხარდაჭერის ახალი პაკეტი გვაქვს... ეს დიდი დახმარება იქნება.
დღეს პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად გამარჯვების გეგმა განვიხილე. ჩვენ ვემზადებით განვიხილოთ დეტალები გეგმის გასაძლიერებლად, ჩვენი პოზიციების კოორდინაციისთვის... მადლობა ურყევი ორპარტიული მხარდაჭერისთვის და მადლობა ყველა ამერიკელს. ერთად უნდა გავიმარჯვო, ჩვენ გავიმარჯვებთ".