უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესის სპიკერს, ნენსი პელოსსა და წარმომადგენელთა პალატას უკრაინის დასახმარებლად დამატებით $40 მილიარდის გამოყოფის კანონპროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლობას ვუხდი აშშ-ს პალატის სპიკერს, ნენსი პელოსსა და უკრაინის ყველა მეგობარს წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ჩვენი სახელმწიფოს დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ კანონის სწრაფი დამტკიცებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით სენატში ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
I thank @SpeakerPelosi and all friends of in House of Representatives for the quick approval of the law on additional financial support for our state initiated by @POTUS. We are looking forward to consideration of this important document for us by the Senate.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას.
კანონპროექტის მიღების მომხრე წარმომადგენელთა პალატაში 368 კონგრესმენი აღმოჩნდა, წინააღმდეგი კი 57, რომელთა შორისაც ყველა რესპუბლიკელია.
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს სენატმა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, სენატი სწრაფად იმოქმედებს.
28 აპრილს, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივით მიმართა. კონგრესმა კი სამხედრო და ჰუმანიტარული ფინანსების გაზრდა გადაწყვიტა და უკრაინისთვის 40 მილაირდი დოლარი გამოყო.