აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, რომ უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდი დოლარი გამოყოს.
ფინანსური დახმარება მომდევნო რამდენიმე თვეზე გადანაწილდება, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს აწარმოებს. დახმარების პაკეტი ითვალისწინებს ფინანსურ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნის თანახმად, 33 მილიარდიდან 20.4 მილიარდი სამხედრო შეიარაღებისთვის იქნება გამოყოფილი. ამ 20 მილიარდიდან 6 მილიარდი უკრაინის უსაფრთხოებაზე დაიხარჯება. ასევე 8.5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერაზე, ხოლო 3 მილიარდი - ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
როგორც ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ კონგრესი ამ თანხას დაჩქარებული წესით გამოყოფს.
"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დამატებითი დახმარება კონგრესმა დაჩქარებული წესით დაამტკიცოს და გამოყოს", - თქვა ბაიდენმა.