დარწმუნებული ვარ, თქვენ შორის ბევრია, ვისთვისაც მიუღებელია თქვენი სახელმწიფოს პოლიტიკა. ვისაც უკვე უბრალოდ გული ერევა იმის გამო, რასაც ხედავთ ტელევიზორით. იმის გამო, რომ გატყუებენ თქვენივე პროპაგანდისტები ინტერნეტში. პროპაგანდისტები, რომლებიც ხელფასს თქვენი გადასახადებისგან იღებენ. იტყუებიან ომზე, რომელიც თქვენი გადასახადებით ფინანსდება. რომელიც რუსეთის ყველა მოქალაქეს აღარიბებს. ყოველდღიურად უფრო მეტად. განა ეს სისულელე არაა? თქვენი სახელმწიფო თქვენგან იღებს გადასახადებს, რათა გაგაღარიბოთ. რათა მთელი სამყაროსგან ჩამოგაშოროთ. რათა უფრო ადვილი გახდეს თქვენი კონტროლი. და უფრო ადვილი გახდეს ომში სასიკვდილოდ გაგზავნა.
ზელენსკი რუსებს: თქვენი სახელმწიფო თქვენგან იღებს გადასახადებს, რათა გაგაღარიბოთ
24 მარ 202202:53
3 წუთის საკითხავი