logo
ENG



ზვიად ციკოლიას მაღაზიაში ორი ადამიანი შეიჭრა და გაქურდვა სცადა

23 ოქტ 202012:37
3 წუთის საკითხავი
clock 873

დიზაინერ ზვიად ციკოლიას თქმით, მის მაღაზიაში, სავარაუდოდ, მძარცველები შეიჭრნენ. როგორც ის ფორმულასთან ჰყვება, დაზიანებულია მაღაზიაში შესასვლელი კარი. ადგილიდან წაღებული არაფერია, რადგან მალევე ჩაირთო განგაშის სიგნალი. 

"ვერ მოასწრეს გაქურდვა, ამიტომ წაღებული არაფერია. ყველაფერი ძირს დაყრილი დაგვხდა. სანამ ჩვენს მაღაზიამდე მოვიდოდნენ, როგორც ჩანს, სხვა გვერდით არსებული ობიექტების შემტვრევაც სცადეს, რადგან ფეხის ნარტყმევი ეტყობათ. საბოლოოდ ჩვენთან შემოაღწიეს. სამართალდამცველები მალევე მოვიდნენ და როგორც ვიცი დაწყებულია გამოძიება", - თქვა ციკოლიამ.

ფორმულა დეტალების გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა.

მაღაზიის გაქურდვის მცდელობის შესახებ დიზაინერმა ინფორმაცია და ვიდეომასალა ფეისბუქზე გაავრცელა.

"თქვენი უცხოელი "ღმერთების" და თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც...! არასრულწლოვნების პრობლემა როდის უნდა მოგვარდეს?
ეს ჩვენი ბუტიკია დღეს დილით",- წერს ზვიად ციკოლია.

მასალა განახლებადია. 


close დახურვა