logo
ENG



ზიზღის 10 წელი - დროება

18 დეკ 202220:37
3 წუთის საკითხავი
 

"ოცდაათი წამის შემდეგ აღარავის სჭირდებოდა თავის მოკატუნება. შიშისა და შურისგების საზიზღარი ექსტაზი, კაცის კვლის, წამების, მტრის სახეში უროს ცემის მძაფრი სურვილი ელექტროდენივით იღვრებოდა დარბაზში შეგროვილი ადამიანებისგან და თითოეულ მათგანს სახეშეშლილ, აღრიალებულ გიჟად აქცევდა", - ეს მცირე ამონარიდია ჯორჯ ორუელის 1984-იდან, რომანიდან რომლის, ციტატების მოშველიება პატარა, რუსულ სოფლად ქცეულ საქართველოს ბატონს ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე უყვარდა. 10 წლის წინ ვერავინ ხვდებოდა საზეპიროების უკან რა იმალებოდა, თუმცა ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ამ ბრწყინვალე ნაწარმოებშია, რომელიც მხოლოდ სტალინის ბარბაროსული ეპოქის აღწერა აღარ არის, ის ჩვენს საზოგადოებაზე, დღევანდელობაზეა.


close დახურვა