logo
ENG



ზუგდიდის ინფექციური: ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

05 მაი 202023:39
3 წუთის საკითხავი
 
svkacx13pdiha71.jpg

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა. ინფორმაცია „ფორმულას“ ზუგდიდის ინფექციურში დაუდასტურეს.

სწორედ ზუგდიდის ინფექციურიდან გაგზავნილი ანალიზების შემდეგ აღმოაჩნდა ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი.

„რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა. გამოკვლევაზე იყო 84 ნიმუში. 73 ანაკლია განმუხურის საკარანტინე ზონიდან. 2 მცირეწლოვანს დაუდასტურდა. სამი იყვნენ და დედას არ დაუდასტურდა. კლასტერი თეთრიწყაროა“, - აცხადებენ ინფექციურში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია 606 პირი. აქედან, ამ დროისთვის 240 გამოჯანმრთელებული პაციენტია, ვირუსს ემსხვერპლა 9 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 4887 მოქალაქე რჩება. საქართველოში კორონავირუსი პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა