კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში - გვიან ღამით ზუგდიდის ინფექციურ სავადმყოფოში კოვიდ-19 3 პაციენტს დაუდასტურდა. ერთ-ერთი მცირეწლოვანია. სამივე მათგანი ინფიცირებული მძღოლის კონტაქტები არიან. პაციენტები რუხის კლინიკაში მკურნალობენ.
როგორც ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფიცირებულების რუხის კლინიკაში გადაიყვანეს.
„56 ბიოლოგიური ნიმუშიდან 24 იყო მძღოლის კონტაქტებიდან. აქედან, დაუდასტურდა სულ სამს. ეს არის 40 წლის მამაკაცი და ქალი, რომელიც არიან მძღოლის და და სიძე. ასევე დაუდასტურდა მცირეწლოვანს და ყველანი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს“, - განაცხადა საავადმყოფოში.
კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ბოლნისშიც. ინფიცირებულები სოფელ მუშევანის კლასტერს მიეკუთვნებიან. ინფიცირების შემთხვევა იყო სოფელ გეტაშიც. ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 150 დადასტურებული შემთხვევაა.
რაც შეეხება ფოთს, ქალაქის ცხელების ცენტრში 7 ადამიანია მოთავსებული. 5 მათგანის ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
როგორც ფოთის კლინიკის დირექტორი თეა მიგინეიშვილი აცხადებს, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ფოთის ცხელების კლინიკაში იმყოფება 7 პაციენტი. 70 წლის 70 წლის მამაკაცი პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალბატონი ფოთიდან, წლისა და 5 თვის გოგონა ფოთიდან, 4 წლის გოგონა ფოთიდან, 10 თვის გოგონა ფოთიდან, 30 წლის მაკაცი ფოთიდან და წლის და 7 თვის ბიჭუნა ფოთიდან. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.