ზუგდიდი-თბილისის მატარებელი თითქმის 1 საათის განმავლობაში ხარაგაულში იყო გაჩერებული. მიზეზი მგზავრებს შორის დაპირისპირებაა.
ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული, რომელმაც ერთ-ერთ მგზავრს მატარებელი დაატოვებინა.
ფორმულას ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, რომ დაპირისპირება პოლიციასა და მგზავრებს შორისაც მოხდა.
"მგზავრებს შორის იყო დაპირისპირება, სადაც ხარაგაულში პოლიცია ამოვიდა, შემდეგ პოლიციასა და მგზავრებს შორის მოხდა. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვიყავით გაჩერებულები. ვეხვეწებოდით, რომ გზა გაგვეგრძელებინა, მაგრამ არ გაითვალისწინეს და ზუსტად ახლა გავედით. ის ადამიანი დატოვეს", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ფორმულასთან საუბრისას.