logo
ENG



ზურაბიშვილის განცხადებით, ფაშინიანის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია

26 იან 202422:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/26/orv50aap5aauem4.png

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სომხეთის პრემიერის, ნიკოლო ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის შესახებ შესაბამის უწყებებს მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

ზურაბიშვილი სამწუხაროს უწოდებს, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა საშუალება, სათანადოდ უმასპინძლოს და მონაწილეობა მიიღოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებში.

"საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ", - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით თბილისში დღეს ჩამოვიდა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. სწორედ ამ პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, რომ საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


close დახურვა