logo
ENG



ზურაბიშვილი: დადებითად ვაფასებ პრემიერის დღევანდელ განცხადებას, სწორი მიმართულებაა

20 ივნ 202220:00
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: დადებითად ვაფასებ პრემიერის დღევანდელ განცხადებას, სწორი მიმართულებაა
ვახო ქარელი/ფორმულა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დადებითად აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას და მიიჩნევს, რომ "ეს არის სწორი".

დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება "ისტორიული გადაწყვეტილებაა".

"მინდა მივმართო ხელისუფლებას და შევაფასო დადებითად ის განცხადება, რაც დღეს გაკეთდა პრემიერის სახით. ეს არის სწორი, ეს არის ის მიმართულება, რაც ჩვენ გვინდა და მგონი, ესეც იქნება სწორედ შეფასებული. იგივეს ვერ ვიტყვი ზოგ პარტიულ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და არანაირად არ წარადგენდა ჩვენს კანდიდატურას და ევროპულ მომავალს. მინდა ყველას გთხოვოთ, ვიყოთ სრულიად მობილიზებული, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ყველა დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება მოგვცემს ჩვენი შემდგომი განვითარების ახალ შანსს"- თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა