logo
ENG


ღარიბაშვილი: საქართველოს მიენიჭოს EU-ს წევრობის პერსპექტივა - ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა
  • 948ნახვები

გასულ კვირას, 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა, იმისთვის რომ გახდეს EU-ს წევრი ქვეყანა და როგორც პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა, ასე რომ, ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითიც ევროკომისიის დასკვნას გამოეხმაურა. ევროკომისიამ, 17 ივნისს მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა