logo
ENG



ზურაბიშვილი: კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე

12 მაი 202418:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/12/8cr3ot3nlxkkzz9.png

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებას სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე გადაიტანონ. 

მისივე თქმით, კანონი არის რუსული და სამწუხაროდ, მასთან ერთად, ხელისუფლებაც. 

"თქვენთვითონ ძალაში ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ, გთავაზობთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, მან გადაწყვიტოს, ეს კანონი რუსულია, ეს კანონი არის სხვა კანონების გადამღერება თუ რაც არის და მას მოერგება, რაც მოერგება. ჩემი იმედი, ყოველ შემთხვევაში, ნუ გექნებათ, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი. არა, არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

 


close დახურვა