logo
ENG



ზურაბიშვილი: კონსტიტუციას დანა ჩაარტყეს და მთლიანად დახიეს

03 დეკ 202419:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/03/vvofjetuactpqcr.jpg

დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება. დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და მთლიანად დახიეს.

რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი, ეს მე ვარ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია - ძალაუფლების უზურპაცია.

ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის, დააბრუნოს რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს, ჩემი პასუხისმგებლობაა, წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას.

 

close დახურვა