logo
ENG



ზურაბიშვილი: უკრაინა მაგალითია, როცა პოლარიზაცია გვერდზეა გადადებული, მაშინ ძლიერია ქვეყანა

05 დეკ 202218:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/5wbrblj9evics33.png

ამ 10 თვის მანძილზე უკრაინელმა ხალხმა, მებრძოლებმა, სამხედრო პირებმა, მაგრამ არამხოლოდ, მთელმა საზოგადოებამ გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს თავისი ქვეყნის დაცვა. გვაჩვენა, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დაცვა და არამხოლოდ თავიანთი, არამედ საკუთარი თავისუფლების, არამედ მთლიანად ევროპის და ჩვენი, საქართველოსი, როგორც ამ სივრცის ნაწილი. რას ნიშნავს ის, როცა მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული და მე ამას ვამბობ არა მხოლოდ ზოგადად, არამედ ამას ვამბობ საქართველოსთვის. მაგალითი უკრაინის არის, რომ როცა ერთიანი არის ქვეყანა, როცა პოლარიზაცია გვერდზე არის გადადებული და ყველაფერი ის, რაც ერთმანეთს გვაპირისპირებს, მაშინ არის ძლიერი ქვეყანა და შეიძლება ყველაფერს გავუძლოთ. 


close დახურვა