სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
მან თქვა:
"ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს და ქართველ ხალხს. აუცილებელია ერთად დგომა იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც გვაერთიანებს და რომელიც, მე მჯერა, რომ ჩამოაყალიბებს ჩვენს საერთო მომავალს. ამაყი ვარ, რომ ვუერთდები ყირიმის დეკლარაციას საქართველოს სახელით. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას თქვენი [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე თქვენი დეოკუპაციის სტრატეგიის მიმართ. ყირიმი უკრაინაა.
ხვალ უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ასევე, ხვალ გახდება 6 თვე მისი ვაჟკაცური წინააღმდეგობისა რუსული აგრესიის მიმართ.
ეს არ არის მხოლოდ თარიღების დამთხვევა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსული აგრესია არ დაწყებულა თებერვალში, საწყისი იყო ყირიმი. მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ გამოწვევები და ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ უპასუხო აგრესია იწვევს მეტ აგრესიას და არასტაბილურობას".