logo
ENG



თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლში სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ

30 აპრ 202017:23
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტლში სამ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ცნობილია, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულ მედდასთან. ტესტების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ადგილობრივების თქმით, ინფიცირებული ხშირად არ დადიოდა ქუჩაში და არც კონტაქტი ჰქონია მათთან. მათივე განმარტებით, დაინფიცირებული მედდა თავისი სამსახურის გამო იზოლირებული იყო. შესაბამისად, ნაკლებია ალბათობა რომელიმე ადგილობრივიც დაინფიცირებულიყო.

შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით კი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებიდან 8 მათგანის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა, რომელთაგან 3 დადებითია.

 


close დახურვა