"თავისუფლების მარში" - ამ სახელწოდებით ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, ქვეყნის სხვა ქალაქებშიც აპროტესტებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მშვიდობიან მარშში 50-200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.
მოქალაქეები უკვე შეიკრიბნენ ცენტრალურ მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან. მომიტინგეებმა აქციაზე, ასევე სპეცრაზმის ქმედებების შედეგად დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს. ისინი ქვეყნის დროშას აფრიალებენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "შენ ხარ შენი ხალხის ჯალათი", "წადი", "ბაბუ, წამლები დალიე" და სხვა.
ალექსანდრე ლუკაშენკო უნდა გადადგეს - ესაა ოპოზიციის მომხრეების მთავარი მოთხოვნა. მოთხოვნებს შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მათი დასჯაა, ვინც 9 აგვისტოს მომხდარ სისხლისღვრაზეა პასუხისმგებელი.
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ქარხნის თანამშრომლების შემდეგ სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტებიც შეუერთდნენ. დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადა და მომიტინგეებმა სტელასთან 100 მეტრიანი თეთრ-წითელი დროშა მიიტანეს. სიმბოლურად დროშა გადმოფინეს რადიოანძასთანაც. იმ ადგილას, რომლიდანაც საბჭოთა კავშირის დროს დასავლურ რადიოსიხშირეებს ახშობდნენ.