logo

თავს შევიკავებ კომენტარისგან - გახარია ხანგოშვილის საქმეზე

clock 29 ივნ 202020:17

გიორგი გახარია აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე რაიმე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს - ასე პრემიერი გერმანიის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ერთ-ერთი ბრალდებულისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების შესახებ.

როგორც გახარია ამბობს, ისინი თავს იკავებენ დამატებითი განმარტებების გაკეთებისგან.

„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე. მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთო - იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც, რადგან ამ საკითხზე შეთანხმებულები ვართ.  ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძიებაში ტავის პარტნიორებთან ერთად", - აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის ზაფხულში მოკლეს. დაკავებულ ბრალდებულს გერმანიის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წაუყენა და მკვლელობის დაკვეთაში რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ გერმანიაში რუსეთის ელჩი ბერლინს, ახალი სანქციების დაწესების შემთვევაში, საპასუხო რეაგირებით დაემუქრა.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა