logo
ENG



თალაკვაძე:მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ოკუპაცია, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი

26 მაი 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

102 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან. 26 მაისს საქართველო დამოიკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ. თუმცა, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევაზე - ოკუპაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს არ ეძლევა სახლში დაბრუნების საშუალება, საქართველოს აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ქმედითი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჰყავს ღირსეული საზოგადოება და ძლიერი სტრატეგიული მეგობრები დასავლეთში“, - განაცხადა პარლამენტის თვმჯდომარემ.

თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ პანდემიას წარმეტებით გაართვა თავი.

„ვირუსთან ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანობით, მედიცინის მუშაკთა ძალისხმევით და ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ამ პროცესს წარმატებით გაართვა თავი.

"ოფიცრებო და ჯარისკაცებო დარწმუნებული ვარ, ღირსეულად ატარებთ სამხედრო მუნდირს და ერთგულებით, თავდადებითა და სიმამაცით დაიცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.


close დახურვა