"ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა დატოვა "ქართული ოცნების" გუნდი, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საგანგებო ბრიფინგზე აკეთებს. მისივე განცხადებით, ხვალ 11:00 საათზე გაიმართება უმრავლესობის სხდომა, სადაც მომავალზე პასუხისმგებლობას აიღებენ.
"ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე ხვალ გვექნება უმრავლესობის სხდომა. აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.