logo
ENG



თალაკვაძე ყარაბაღის კონფლიქტზე: ჩვენი ამოცანა და სურვილი არის სტაბილურობა და უსაფრთხოება

27 სექ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ყარაბაღში ვითარების გამწვავებას და სამხედრო დაპირისპირების განახლების შესახებ ამბობს, რომ საქართველოს ამოცანა და სურვილი რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის მაქსიმალურად დაცვაა. 

"ჩვენი რეგიონი გამოწვევებით არის სავსე. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციულად და რეგიონში არაერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენი, საქართველოს, როგორც აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ მეგობრული ერის და ქვეყნის, ჩვენი ამოცანა და სურვილი არის, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა მაქსიმალურად იყოს დაცული",- ამბობს არჩილ თალაკვაძე.

დღეს, 27 სექტემბერს, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის განცხადებით, დაიბომბა სოფლები და ქალაქი სტეფანაკერტი. სამხედრო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 2 ადამიანი დაიჭრა. 

ოფიციალური აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. 


close დახურვა