ავღანეთის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონში მდებარე სამ დიდი ქალაქზე თალიბანმა იერიში მიიტანა. თალიბანის მებრძოლები შევიდნენ ჰერატის, ლაშკარ გაჰისა და კანდაჰარის გარკვეულ ნაწილებში.
მათ სწრაფი შეტევები განახორციელეს სოფლად მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ თითქმის ყველა უცხოური სამხედრო შემადგენლობა სექტემბრისთვის დატოვებდა ქვეყანას.
BBC-ის ცნობით, ხსენებული სამი ქალაქის ბედმა მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს ჰუმანიტარული კრიზისის გაგრძელებასა და სახელმწიფოს მხრიდან ბრძოლისუნარიანობაში.
ცნობილია, რომ ფუნდამენტალისტურმა ისლამისტურმა საპოლიციო ძალებმა უკვე დაიპყრო ავღანეთის ტერიტორიის ნახევარი, მათ შორის ირანსა და პაკისტანთან მნიშვნელოვანი სასაზღვრო ზოლები.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება - ამერიკული ძალების ოპერაციები ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება.
ამერიკული სამხედრო ძალები ავღანეთში უკვე თითქმის ოცი წელია, მსახურობენ 2001 წლის 11 სექმტემბრის ტერაქტის შემდეგ.