ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია პრეპარატ რემდესივერთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განცხადებით, საქართველოში ამ პრეპარატის შემოტანა სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მოხდება.
გაბუნიას განცხადებით, რემდესივერის პრეპარატის რაოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი პაციენტი დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმს.
მისივე თქმით, ამ პრეპარატის გამოყენება მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის არის რეკომენდებული.
„რემდესივერის გამოყენება ქვეყანაში მოხდება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ეხლა უკვე ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი მიმდინარეობს. 6 კლინიკა ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც იქნება მთავარი მკვლევარი, რომლებიც აქამდე მართავენ კოვიდპაციენტებს.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ჩამოვა პრეპარატი ქვეყანაში ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დავაკმაყოფილებთ და რამდენი პაციენტი იქნება ისეთი ვინც დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმს. რემდესივერი რეკომენდებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისათვის, რომელთაც უტარდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.