logo
ENG



თანამშრომელებმა დისტანციურ რეჟიმში განაგრძონ მუშაობა - საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადება

30 მაი 202019:32
3 წუთის საკითხავი
 
yhdq9f8fm7rskdw.jpg

თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში - საჯარო სამსახურის ბიურომ ამ თხოვნით საჯარო დაწესებულებებს მიმართა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო მოგმართავთ თხოვნით, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ყველა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეთა, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ააიპ-ების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებების განხორციელება შენარჩუნდეს დისტანციურ რეჟიმში. აღნიშნული რეკომენდაცია არ ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომელთა ფუნქციების შესრულება შეუძლებელია დისტანციურად. დისტანციურ რეჟიმში მუშაობის პირობების თაობაზე შესაბამისი სარეკომენდაციო წესი გეცნობებათ დამატებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა