თბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ მედიასაშუალებას თავად აღსაზრდელების ოჯახმა მიაწოდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. სამსახურში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ და მიზეზად აღსაზრდელების ინტერესებს ასახელებენ.