logo
ENG



თბილისის ბარში კლიენტის ცემისთვის დაცვის წევრების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

03 სექ 202015:44
3 წუთის საკითხავი
 
vaza7mdw413gsws.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ბარში კლინტის ცემის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ამავე ბარის მენეჯერი დააკავეს. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად დაზიანება მიიღო ორმა სტუმარმა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარებს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

ამავე საქმეზე პოლიციამ დღეს ორი პირი, ბარის დაცვის თანამშრომლები დააკავეს


close დახურვა