logo
ENG



თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ

06 აპრ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

 

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან , 2  თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომელია, პაციენტები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ასევე ცნობილია რომ ინფიცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის დედაც. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ქუთაისის სასწრაფო დახმარების უფროსი.

„გიდასტურებთ, რომ არის სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლის დედა, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით“,-განაცხადა მაია რუხაძემ.

ქუთაისის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, როგორც გოჩა გიორგაძემ განაცხადა, გამოკვლევას ჩაუტარებენ ყველა იმ კონტაქტს, ვინც ახლო კონტაქტად იქნება მიჩნეული.

„მხოლოდ და მხოლოდ იმას გიდასტურებთ, რომ გვყავს დაინფიცირებული ადამიანი, რომელიც იტარებს მკურნალობას. კონტაქტებზე მიმდინარეობს კვლევა ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. კონტაქტები უკვე შესწავლილია და შეფასებულია და შესაბამისად ყველა ის კონტაქტი, რომელიც ახლო კონტაქტად იქნება მიჩნეული იქნება გამოკვლეული. “,-განაცხადა გოჩა გიორგაძემ.

 

რაც შეეხება თბილისის თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტებს, ისინი  ფორმულასთან ადგილზე მძიმე სანიტარულ და ჰიგიენულ მდგომარეობაზე საუბრობენ. ერთ-ერთი პაციენტის განცხადებით, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს,  ამ დროისთვის ცხელების ცენტში დაახლპოებით  50 პაციენტი არის მოთავსებული და ყველა მათგანს უწევს, რომ ისარგებლოს საერთო საპირფარეშოთი. მისივე თქმით, ადგილზე არ არის დაცული ჰიგიენა.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადმომიყვანეს 37  სიცხით, ზოგადად ესეთი დაბალი ტემპერატურით არავინ არ გადაჰყავთ, მაგრამ მქონდა იტალიაში მოგზაურობის ისტორია. იტალიის შემდგე მოხდილი მაქვს კარანტინი 2 კვირა, მოვიხადე კარანტინი, 25-ე დღეს გადმომიყვანეს აქ. პირობები არის საშინელი 50 კაცი შედის ერთ საპირფარეშოში. მე არ მჭირს კორონა მაგრამ აქ ვერ მიქმნიან ისეთ პირობებს, რომ არ დავაადდე. ქალბატონი რომელიც ჩემთან ერთად წევს სავარაუდოდ ფილტვების ანთება აქვს, მაგრამ არავინ არ შემოიხედა“,-განაცხადა ნუკა გაბუნიამ.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომლები, აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ, მათი თქმით კლინიკას აქვს ლიცენზია და ის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე მოქმედებს.

 

 „კლინიკას არის ლიცენზირებული, შესაბამისად კლინიკა მუშაობს იმ ნორმებიდან გამომდინარე“,-აცხადებენ კლინიკის ტანამშრომლები.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კოროავირუსის 188 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია - 36 პაციენტი, გარდაცვლილია - 2. ამ ეტაპისთვის კარანტინის რეჟიმში 5056 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 386.

 


close დახურვა