თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
„ჩვენ გყვავს 50 პაციენტი. აქედან სამი პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ. იმყოფებიან შესაბამის მკურნალობაზე და დინამიკაში აღენიშნებათ გაუმჯობესება. ასევე გყვავს ახალი პაციენტები, რომლებთანაც ტარდება კვლევები. გყვავს პაციენტები, რომელთა გამოჯანმრთელებასაც ველოდებით“, - განაცხადა კლინიკის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
დღეს გახდება ცნობილი 67 წლის მამაკაცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე, მამაკაცი ფოთის ცხელების ცენტრში, საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
როგორც ფოთის ჰოსპიტალის დირექტორი თეა მიგინეიშვილი აცხადებს, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
„ფოთის ცხელების კლინიკაში შემოვიდა 67 წლის მამაკაცი ფოთიდან. მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. აღენიშნება ხველა და ჰაერის უკმარისობა. პაციენტთან მიმდინაროებს კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები“, - აცხადებს მიგინეიშვილი.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კი კორონავირუსზე 78 პირის ნიმუში გაიტესტა. 77 პასუხი უარყოფითია, ერთი პირის ბიოლოგიურ მასალაზე კი განმეორებით ტესტირება გახდა საჭირო, პასუხი დღეს გახდება ცნობილი.
დილის მონაცემებით საქართველოში კობიდ 19 ის 783 დადასტურებული შემთხვევაა მათგან 605 კი გამოჯანმრთელებული.