logo
ENG



თბილისის მერია 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აუზს და ფიტნეს დარბაზებს დაუფინანსებს

16 აგვ 202210:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/16/71most3q96jc9zo.png

თბილისის მერია 60 წელს გადაცილებულ 300 ადამიანს აუზზე ცურვას და ფიტნეს დარბაზებს დაუფინანსებს.

პროექტი ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სპორტი უფროსი თაობისთვის" ფარგლებში ხორციელდება. 

თბილისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ​მოსარგებლეებს დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

მათ თითო ვიზიტში 4 ლარის გადახდა მოუწევთ. 

მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში. 

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე. ისინი თბილისის ტერიტორიაზე უნდა იყვნენ დარეგისტრირებულები

მოსარგებლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 5 გაცდენა. ამის შემდეგ მათ პროგრამიდან ამოიღებენ და ისინი მომლოდინე ადამიანებით ჩანაცვლდებიან


close დახურვა