logo
ENG



თბილისის ნაწილს 7 ივნისს ელექტროენერგია შეეზღუდება - ნახეთ სია

05 ივნ 202122:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/05/t5lwdwcnzv423kp.jpg

კომპანია თელასის ინფორმაციით, 7 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

როგორც თელასის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოებია.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას, შატბერაშვილის, ზემო ვაკის, ჯაფარიძის, ქობულეთის და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ), მარუხის გმირთა და ტიციან ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, სვირის, ლაითურის, ჟღენტის, გეგუთის, ასურეთის, კურსების, სანავარდოს, ლისაშვილის, ბენდელიანის, სანერგის, დარკვეთის, მირხაანის, ბუგეულის, კიშინიოვის, წერონისის, ლუბოვსკის და ჯავის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, მონპერეს, ალექსიძის და ბერბუკის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ფერმწერთა ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და შტემბერგის ქუჩის მოსახლეობას.

 


close დახურვა