თბილისი პრაიდის წევრებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ლგბტ დროშა ააფრიალერს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პერფორმანსი მათ მდუმარე აქციაზე გამართეს. აქცია "თავისუფლებისთვის" ძალადობრივი კონტრაქციის ფონზე იმართება.
მიმდინარე კონტრაქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ შეკრებილების მიმართულებით ქვები და კვერცხები ისროლეს. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. პატრულმა რამდენიმე პირი დააკავა - კადრებში ჩანს, რომ ისინი პოლიციის მანქანაში ჩასვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულთა რაოდენობაზე ჯერ კომენტარს არ ავრცელებენ.
კონტრაქციის მონაწილეები, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები პოლიციის კორდონის გარღვევასა და იმ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ, სადაც აქცია "თავისუფლებისთვის" მიმდინარეობს.