logo
ENG



თბილისი ცენტრალის კიდევ 3 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

07 ოქტ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

თბილისი ცენტრალის კიდევ 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ფორმულას თბილისი ცენტრალის დირექტორმა დაუდასტურა. 

მისი განცხადებით, სამი ახალი ინფიცირებული ოქროს ბირჟის თანამშრომლები არიან.

თბილისი ცენტრალი 5 ოქტომბერს 2 კვირით დაიკეტა. შესაბამისი გადაწყვეტილება დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა მიიღო. როგორც მან ფორმულას განუცხადა, ბირჟის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული და დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება სწორედ ამას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 ადამიანი, ხოლო 4 კი გარდაიცვალა.

ჯამში, ვირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა