logo
ENG



თბილისში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

20 ივლ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ცნობილია. კანდიდატები პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, კოჯორში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.

გლდანში ქართული ოცნების კანდიდატი გლდანის მოქმედი მაჟორიტარი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია. ის ოპოზიციის საერთო კანდიდატს ნიკა მელიას დაუპირისპირდება. 

Edison Research-ის კვლევით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩატარდა, ამ ოლქში ნიკა მელიას მხარდაჭერა 35%-ია, ქართული ოცნების კანდიდატის - 32%.

სამგორში ოცნებამ პრემიერის მრჩეველი და ყოფილ მინისტრი სოზარ სუბარი წარადგინა. ის ოპოზიციის საერთო კანდიდატს ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდება.

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, ხაბეიშვილის მხარდაჭერა 15%-ს შეადგენს, ქართული ოცნების კანდიდატის - 42%-ს.

ისანი - კახი კახიშვილი. ოპოზიციიდან მისი კონკურენტი გიორგი ვაშაძეა.

Edison Research-ის კვლევით, ვაშაძეს ხმას 37% აძლევს, ქართული ოცნების კანდიდატს - 36%.

საბურთალო მმართველმა გუნდმა მაჟორიტარობის კანდიდატად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო წარადგინა.

ვაკე ქართული ოცნების კანდიდატი ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძეა. აღნიშნულ ოლქში ოპოზიციიდან კენჭს ელენე ხოშტარია იყრის. Edison Research-ის კვლევით, ხოშტარიას ხმას 46% აძლევს, მმართველი გუნდის კანდიდატს - 31%.

ნაძალადევი - ოპოზიციის საერთო კანდიდატს, შალვა ნათელაშვილს, აქ მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპირდება.

Edison Research-ის კვლევით, ნათელაშვილის მხარდაჭერა 20%-ია, ქართული ოცნების კანდიდატის - 42%.

დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი.

მთაწმინდა-კრწანისი - აქ ქართული ოცნების კანდიდატი დეპუტატი ბექა ოდიშარიაა. ოპოზიციიდან მისი კონკურენტი შალვა შავგულიძე იქნება.

Edison Research-ის კვლევით, 28% ამბობს, რომ ხმას შავგულიძეს მისცემს, 38% - ქართული ოცნების კანდიდატს.

რეგიონებში მმართველი გუნდის კანდიდატების ჩამონათვალი იხილეთ აქ.


close დახურვა