logo
ENG



თეატრი: ბილეთი არ არის - დროება

15 იან 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

ბილეთები არ იშოვება. პანდემიით, ყოველდღიური რუტინით, სოციალური ქსელით დაღლილი საზოგადოების ერთმა ნაწილმა ერთგვარი თავშესაფარი კვირაში თუ არა თვეში ერთხელ არც მეტი არც ნაკლები თეატრში იპოვეს. ადამიანები თეატრში დაბრუნდნენ. მათ სურთ განიცადონ რაღაც რისი მწვავე დეფიციტიც საზოგადოებაში გაჩნდა. ოღონდ თუ გსურთ რომ თეატრში მოხვდეთ თადარიგი სულ მცირე ერთი თვით ადრე უნდა დაიჭიროთ რადგან ბილეთს სალაროში უბრალოდ ვერ იყიდით - ალტერნატივა შავი ბაზარია. ქართული თეატრი საზოგადოები გარკვეულ ნაწილში ყოველთვის პოპულარული იყო თუმცა ახლა სხვა - ახალი პოპულარობა შეიძინა - გაახალგაზრდავდა, როგორც მაყურებელი, ასევე სამსახიობო დასი. გუშინ ქართული თეატრის დღე იყო - ისტორია კი 1850 წელს პირველი სპექტაკლით, გიორგი ერისთავის ‘’გაყრით’’ იწყება. სიმბოლურია რომ სწორედ ახალი ,,გაყრაა“ ის სპექტაკლი, რომელზედაც დღეს ბილეთი ფაქტობრივად არ იშოვება - დროების ჟურნალისტი სესილი ბოჭოიძე ჟურნალისტის თვალით ცდილობდა ის ფაქტორები მოენიშნა და შეეკრიბა, რის გამოც ჩვენი დროების ქართული თეატრის სპექტაკლებზე ბილეთებს ვერ ვშოულობთ.


close დახურვა